“ჩელსის” 32 წლის თავდამსხმელი სამუელ ეტო’ო “ბეშიქთაშის” მწვრთნელთა ინტერესის სფეროში მოექცა. თურქული სააგენტოების ცნობით, სტამბოლური კლუბი მზადაა, კამერუნელ ფეხბურთელს ზუსტად ის ხელფასი დაუნიშნოს, რასაც ლონდონში უხდიან - 100 ათასი გირვანქა სტერლინგი კვირაში.
სამუელ ეტო’ოს “ჩელსისთან” კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 16 თამაში ჩაატარა და თავი 6 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ფეხბურთელები გაყიდა შარშან საუთემპტონმა და კიდე უფრო მაგრად ათამაშდა. ეგეთი ძლიერია ვითომ კუმანი?