ხორვატმა სპეციალისტმა სლავენ ბილიჩმა “ბეშიქთაშთან” ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა. სტამბოლური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ბილიჩი მთავარ მწვრთნელად უახლოესი სამი წლის განმავლობაში იმუშავებს. ამასთან, პირველ წელს მისი წლიური ხელფასი 1,5 მილიონი ევრო იქნება, მეორე და მესამე წლებში კი 100-100 ათასით გაიზრდება.
შეგახსენებთ, გუშინ უეფამ “ბეშიქთაში” მოახლოებული ევროტურნირებიდან მოკვეთა. მიზეზად კი თურქეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი დასახელდა.