“ბეშიქთაშის” წარმომადგენელი დენიზ ათალაი ადასტურებს, რომ თურქულ კლუბს “ჩელსის” სენეგალელი თავდამსხმელის, დემბა ბას შეძენა სურს.
“ჩვენს კლუბს არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ, მაგრამ მხოლოდ დემბა ბას დამატებით ვართ დაინტერესებულნი. “ჩელსის” უკვე მივმართეთ, მაგრამ ლონდონელებმა ჯერ არ იციან, აპირებენ თუ არა ფეხბურთელთან განშორებას.” – აცხადებს ათალაი.
დემბა ბა “ჩელსიში” 2013 წლის იანვარში გადავიდა, მაგრამ მან ლონდონურ გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში ბამ 19 თამაში ჩაატარა, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ის მხოლოდ 5-ჯერ იყო. 29 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 5 გოლია.