შესაძლოა, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ბრაზილიური “ატლეტიკო მინეიროს” ვარსკვლავი რონალდინიო თურქულ “ბეშიქთაშში” გადაბარგდეს. ამის შესახებ Fanatik-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, თურქები 32 წლის ბრაზილიელში 8 მილიონ ევროს იხდიან. საგულისხმოა, რომ უშუალოდ “ბეშიქთაშის” ბიუჯეტიდან მხოლოდ 4 მილიონი ევრო დაიხარჯება, დანარჩენს კი, კლუბის სპონსორები დაფარავენ.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს რონალდინიო “ატლეტიკო მინეიროს” შემადგენლობაში 6 გოლით გამოირჩა.