სტამბულის “ბეშიქთაში” “მილანის” ბრაზილიელ ლეგიონერ რობინიოს კონტრაქტს სთავაზობს. ამის შესახებ აპენინური გამოცემები იუწყებიან.
რამდენადაც ცნობილია, “როსონერის” დამრიგებელ ფილიპო ინძაგის გუნდში რობინიოს გაჩერება აღარ სურს და მის გასხვისებას გეგმავს. სტამბულელები ბრაზილიელში 4 მილიონ ევროს იხდიან და თავად ნახევარმცველს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
თუკი რობინიო თურქეთში გადაბარგდება, მისი წლიური ანაზღაურება 2.5 მილიონი ევრო იქნება.