ფეხბურთი

12:03 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაში” ლესკოტს არ ეშვება

დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მანჩესტერ სიტის” მცველი ჯოლეონ ლესკოტი თურქული “ბეშიქთაშის” მაისურს მოირგებს. 31 წლის ინგლისელს “ქალაქელებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და “ბეშიქთაშის” თავკაც სლავენ ბილიჩს მისი ხილვა სურს.

“ლესკოტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით. სეზონის დასრულების შემდეგ, ყველაფერი ცნობილი გახდება. თუ ლესკოტი “სიტიდან” წავა, დიდი ალბათობით, ჩვენს გუნდში გადმოვა”, - განუცხადა “ბეშიქთაშის” სპორტულმა დირექტორმა ონდენ ოზენმა თურქულ მედიას.

ჯერჯერობით, “სიტის” ხელმძღვანელობა ლესკოტთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. თუ ინგლისელი თავისუფალი აგენტი გახდება, “ბეშიქთაში” მას უსასყიდლოდ დაიმატებს.

 

0.145141