ფეხბურთი

11:51 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაში” ლესკოტისთვის ბრძოლას განაგრძობს

მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ სიტისგან” უარი მიიღო, თურქული “ბეშიქთაში” იმედს არ კარგავს და მცველ ჯოლეონ ლესკოტთან კონტრაქტის გაფორმებას კიდევ ერთხელ ეცდება.

“ჩვენ ჯერაც არ შეგვიწყვიტავს ბრძოლა ამ ფეხბურთელის შესაძენად. იანვრის სატრანსფერო პერიოდში მინიმუმ ერთი ლეგიონერის დამატებას ვაპირებთ და ჩვენი პრიორიტეტული ვარიანტი სწორედ ლესკოტია. “მანჩესტერ სიტისთან” მოლაპარაკება გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ საკითხი დადებითად კვირის ბოლომდე გადაწყდება” - განაცხადა “არწივების” მმართველთა საბჭოს წევრმა ერდალ თორუნოგულანმა.

Turkish Football-ის ცნობით, “ბეშიქთაში” 31 წლის ფეხბურთელს სთავაზობს კონტრაქტს, რომლის თანახმადაც ის ხელფასის სახით წელიწადში 2,2 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის შეძენა ლონდონის “ვესტ ჰემსაც” სურს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ლესკოტმა მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა.

0.115795