ფეხბურთი

16:55 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაში” იანვარში ადებაიორის შეძენას ეცდება

თურქული “ბეშიქთაში” იანვარში ლონდონის “ტოტენჰემიდან” თავდამსხმელ ემანუელ ადებაიორის შეძენას შეეცდება.

ინგლისურ კლუბში რობერტო სოლდადოსა და ერიკ ლამელას მისვლის შემდეგ, 29 წლის კონგოელმა გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. სექტემბრის დასაწყისში ის ახალგაზრდულ შემადგენლობაში გადაიყვანეს, ხოლო ერთი თვის მერე, კვლავ პირველ გუნდში დააბრუნეს.

ლონდონელებს ადებაიორის გაყიდვა უნდათ, რადგან მისი ხელფასი ფორვარდის სათამაშო ფორმის დონეს არ შეესაბამება და ამიტომ, აფრიკელის “ბეშიქთაშში” გაყიდვას არ უარობენ. თუმცა, ბოლო სიტყვა მაინც ფეხბურთელზეა, რომელმაც ზაფხულში სტამბოლურ კლუბში კარიერის გაგრძელება არ ისურვა.

“აგვისტოში, ადებაიორის შეძენა გვსურდა. მაგრამ არ გამოგვივიდა. მასთან კონტრაქტის გაფორმებას იანვარში შევეცდებით. თუმცა, ასეთი კარგი ფეხბურთელების გადაბირება ძალიან რთულია” – იუწყება “ბეშიქთაშის” ვიცე-პრეზიდენტის ახმეტ ნურ ჩების სიტყვებს გამოცემა Turkish Football-ი.

0.118812