ფეხბურთი

21:40 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერნატი: “ბაიერნში” გადმოსვლა სიურპრიზი იყო”

“ბაიერნის” ესპანელი ახალწვეული ხუან ბერნატი გაკვირვებული დარჩა იმ ფაქტით, რომ მიუნხენურმა გუნდმა მისი შეძენა გადაწყვიტა.

21 წლის ბერნატი, რომელიც “ვალენსიაში” მარცხენა მცველად თამაშობდა, “ბაიერნში” გასულ ზაფხულში გადავიდა. პეპ გვარდიოლამ ის მიმდინარე სეზონის ოთხივე შეხვედრაში ათამაშა და არა დაცვაში, არამედ ნახევარდაცვაში.

“ისეთი დიდი გუნდის დაინტერესება, როგორიც “ბაიერნია”, ნამდვილად სიურპრიზი იყო. ტრანსფერის ინიციატორი გვარდიოლა იყო, რომელსაც, ასაკის მიუხედავად, გუნდში ჩემი ყოლა უნდოდა.

პეპთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ის ყველა ფეხბურთელს აკვირდება და მათ შეცდომებზე მიანიშნებს. მისი განსაკუთრებული სტილი სრულად დახარჯვას გაიძულებს, რაც, შემდეგ, თამაშის დროს გეხმარება.

ბურთთან ერთად ბევრს ვვარჯიშობთ, რაც ძალიან მომწონს.” – განუცხადა ბერნატმა Kicker-ს.

0.114179