ავტორიტეტული სპორტული გამოცემის, L’Equipe-ს ცნობით, ახალგაზრდა ბრაზილიელი შემტევი ბერნარდი, უახლოეს მომავალში, ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი გახდება.
ფრანგული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის სამხრეთ ამერიკელი ლონდონს პარასკევს ეწვევა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. “არსენალში”, მისი წლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევრო იქნება.