ფეხბურთი

20:35 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი ზეედორფის გაშვებას არ აპირებს

“მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, იტალიური გუნდი მთავარი მწვრთნელის, კლარენს ზეედორფის დათხოვნას აპირებს.

“ზეედოფრის მომავლის საკითხი არც განიხილება. ის “მილანს” მომდევნო სეზონშიც უთავკაცებს.” – ციტირებს ბერლუსკონის სიტყვებს SkySport24-ი.

ზეედოფრის მიერ გაწვრთნილმა “მილანმა”, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე, ბოლო 4 თამაში წააგო. “როსონერი” ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, ხოლო შიდა ასპარეზზე გუნდი მე-11 ადგილს იკავებს.

0.127387