ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგმა” პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ადგილობრივ “ბასკეტ სუონს გმუნდენთან” 77:88 წააგო. გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ავსტრიელებმა 27:14 იმარჯვეს.
ქართველმა კალათბურთელმა სლოვენიურ გუნდს 10 ქულა და 5 მოხსნა შესძინა, ლაშკოელთა რიგებში ყველაზე შედეგიანები კი ლაპორნიკი (19), ზაგორაცი (18) და იურაკი (14) იყვნენ.
“ზლატოროგი” ავსტრიაში მე-2 საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებს და მეტოქედ ბუნდესლიგის კიდევ ერთი ბინადარი “კლოსტერნეუბურგი” ეყოლება.