ხვალ-ზეგ, საბერძნეთის ქალაქი მუდანია ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასს უმასპინძლებს. ჯარჯი ზვიადაურის პატივსაცემად, "ილიადისის თასად" წოდებულ ტურნირში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ჩაერთვება. მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ განაცხადში 33 სპორტსმენი შეიყვანა.
წლევანდელი სეზონის პირველ უცხოურ ტურნირზე გუგავას გუნდი ასეთი შემადგენლობით იჭიდავებს: ლერი ჭელიძე, გიორგი საჩალელი, გიორგი ნათათრალიშვილი, მინდია ღოლიჯაშვილი (ოთხივე 55 კგ), ვაჟა მარგველაშვილი, გელა კელიხაშვილი, გიორგი გუგულაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ბექა ვიბლიანი, ბექა ტუღუში, ირაკლი ლომიძე, ანდრო ბერუაშვილი (66 კგ), ფრიდონ გიგანი, მიხეილ მეზურნიშვილი, აპოლონ ზურაბიანი, ლევან გუგავა (73 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ბექა დონღვანი, დავით გაზდელიანი, ალექსანდრე ზაალიშვილი, ბაჩანა ტიტვინიძე (81 კგ), ლაშა ტაველური, თორნიკე ოთინაშვილი, გიორგი სეტიელი, ბექა რატიანი, შალვა ჩოჩელი (90 კგ), გურამ თუშიშვილი, შმაგი ონიანი, კარლო ნემსიწვერიძე (100 კგ), ლევან მატიაშვილი, გუგა კიბორძალიძე, გიორგი ზაქარიაძე და როსტომ ხახალეიშვილი (+100 კგ). ვაჟების გარდა ბერძნულ ტატამზე გოგონებიც გავლენ. მათ შორის საქართველოს ნაკრების ერთადერთი წევრი ნონა მერაბიშვილიც, რომელიც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.
გაფართოებული ქართული დელეგაცია საბერძნეთში ავტობუსით გაემგზავრა.
ოთარ მაღლაკელიძე







