კალათბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილე საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს ესპანეთში გუნდის წამყვანი მოთამაშეები ვასილის სპანულისი და სტრატოს პერპეროღლუ (ორივე “ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი) არ ეყოლებათ.
ამის შესახებ გამოცემა “სპორტ24” იუწყება.
გადატვირთული 2013-14 წლების სეზონის შემდეგ პერპეროღლუმ დასვენება გადაწყვიტა, ხოლო სპანულისს მუხლის ტრავმა აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც სექტემბერში ესპანეთი უმასპინძლებს, უაილდ-ქარდით, ანუ ველური ბარათით მოხვდა.