საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ.
სანტუშმა, 14 მაისს, რჩეული 29 ფეხბურთელი დაასახელა, დღეს კი, ცნობილი საბოლოო განაცხადი გახდა, რომელიც ასე გამოიყურება:
მეკარეები: გლიკოსი (პაოკ), კაპინო (“პანათინაიკოსი”), კარნეზისი (“გრანადა”, ესპანეთი);
მცველები: ჰოლებასი, მანიატისი, მანოლასი (ყველა “ოლიმპიაკოსი”), პაპასტატოპულოსი (“ბორუსია”, გერმანია), ტოროსიდისი (“რომა”, იტალია), ცაველასი (პაოკ), ვინტრა (“ლევანტე”, ესპანეთი), მორასი (“ვერონა”, იტალია);
ნახევარმცველები: ხრისტოდულოპულოსი (“ბოლონია”, იტალია), ფეტფატციდისი (“ჯენოა”, იტალია), კარაგუნისი (“ფულემი”, ინგლისი), კაცურანისი (პაოკ), კონე (“ბოლონია”, იტალია), სამარისი (“ოლიმპიაკოსი”), ტაჩციდისი (“ტორინო”, იტალია), ციოლისი (“კაიზერსლაუტერნი”, გერმანია);
თავდამსხმელები: გეკასი (“კონიასპორი”, თურქეთი), მიტროღლუ (“ფულემი”, ინგლისი), სალპინგიდისი (პაოკ), სამარასი (“სელტიკი”, შოტლანდია).