ჩოგბურთი

11:40 | 21.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერდიხის პირველი ნახევარფინალი ავსტრალიაში

ტომაშ ბერდიხი სადიდსლემო შეჯიბრებებზე დღემდე მხოლოდ ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალამდე არ იყო გასული და დავიდ ფერერის დამარცხებით ჩეხმა ეს მოახერხა. ბერდიხმა სამსაათიანი მატჩის შედეგად რეიტინგსიის მესამე ნომერ ფერერს 6:1, 6:4, 2:6, 6:4 მოუგო და ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტანისლას ვავრინკას შორის წარმატებულს შეხვდება.

ფერერთან მატჩის მსვლელობისას სადღეისოდ კლასიფიკაციის მეშვიდე ნომერმა 28 წლის ბერდიხმა 5 ბრეიკი და 10 ეისი შეასრულა, ესპანელთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 5:8 გახადა.

0.122197