მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ჩოგანი ჩეხი ტომაშ ბერდიხი ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა მონტე კარლოში მიმდინარე "მასტერსს". ტურნირის მესამე წრეში 27 წლის ჩეხმა მოულოდნელად სენსაციური მარცხი იწვნია იტალიელ ფაბიო ფონინისთან 4:6, 2:6.
შეხვედრა 1 საათსა და 19 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბერდიხმა მეტოქე ერთხელ "დააბრეიკა", საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დათმო. ტომაშის მონაგარი 2 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა გახლდათ, ფაბიომ კი თავის მხრივ 3 ეისის წილ ამდენივე ორმაგი დაუშვა.
ამ ჩოგბურთელთა ურთიეთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 2:1 გახდა ფონინის სასარგებლოდ.
მეოთხედფინალურ ეტაპზე იტალიელი ჩოგბურთელი რიშარ გასკეს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ 2 სეტში 7:5, 6:4 ასპარეზობას ხორვატი მარიო ანჩიჩი გამოთიშა.