“ფულემის” 33 წლის თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვს ზამთრის სატრანსფერო სეზონზე კლუბის გამოცვლა სურს. ამის შესახებ ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემას ფეხბურთელის აგენტმა ემილ დანჩევმა აცნობა.
ბერბატოვს ამ ეტაპზე ორი მსურველი ჰყავს: “ტოტენჰემი” და “ბეშიქთაში”. თავად უპირატესობას ბრიტანულ ვარიანტს ანიჭებს. შესაძლო სატრანსფერო თანხად კი 1,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი სახელდება.
დიმიტარ ბერბატოვმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.