ფეხბურთი

10:40 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვის დუბლი და უპერსპექტივო ქპრ

 

სამდღიანი ტურის ბოლო მატჩი ისევ ლონდონში, “ქრეივენ კოტეჯზე” გაიმართა. “ფულემმა” “ქუინზ პარკს” უმასპინძლა. თუ მასპინძელთათვის პრემიერლიგის დარჩენილი შეხვედრები უბრალოდ მოვალეობის მოხდაა, სტუმართათვის ეს თამაში უმნიშვნელოვანესი იყო. აკი თქვა კიდეც BBC-ს მიმომხილველმა ჯონ მოტსონმა: თუ ორშაბათს საღამოს ქპრ მოიგებს, ის გააგრძელებს ელიტაში დასარჩენად ბრძოლას, ხოლო თუ წააგებს, ფაქტობრივად, გავარდნილიაო. მეორე  ჟურნალისტი სემი მოკბელი კი ასკვნის, “ქუინზ პარკმა” თავად წააგო თამაში, როცა დაცვის შეცდომების გამო პირველ ტაიმში 3 გოლი გაუშვაო. აქდეან 2 დიმიტარ ბერბატოვის ანგარშზეა, ერთიც ვეტერანმა კლინტ ჰილმა საკუთარ კარში შეაგდო. ასეთი სხვაობის აღმოფხვრა იოლი საქმე არ არის, მით უმეტეს, რომ მეორე ტაიმის დასაწყიშივე ქპრ-ს ფრანგმა შემტევმა, ლოიკ რემიმ პენალტი ვერ შეაგდო. ინტრიგა 51-ე წუთზე დაბრუნდა, როცა იმავე რემიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა. მერე მასპინძლები უმცირესობაში დარჩნენ - მსაჯმა სიდუელი გააძევა – მაგრამ სტუმრებს არც ამან უშველა.

ფულემი – ქპრ 3:2 (3:1)

ლონდონი. “ქრეივენ კოტეჯი.”  25 117

ფულემი: შვარცერი, სენდეროსი, რიისე, ჰანგელანდი, რითერი, დეჟაგა (ემანუელსონი 38), სიდუელი, დაფი, კარაგუნისი, ბერბატოვი, რუისი

მწვრთნელი: მარტინ იოლი

ქპრ: ჟულიო სეზარი, სამბა, ბოსინგვა, ტრაორე (მაკი 84), ჰილი (ონუოჰა 46), ჯენასი, მ’ბია, ტაარაბტი (ჰოილეტი 75), თაუნსენდი, ზამორა, რემი

მწვრთნელი: ჰარი რედნაპი

გოლები: 1:0, 2:0 ბერბატოვი (პენ 8, 22), 3:0 ჰილი (ს.კ. 41), 3:1 ტაარაბტი (45), 3:2 რემი (51)

49-ე წუთზე რემიმ ვერ გამოიყენა პენალტი

გაფრთხილება: რითერი (89), სენდეროსი (90+2); ჰილი (14)

გაძევება: სიდუელი (79)

მსაჯი: ლი პრობერტი

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 6(4)-12(8), ჯარიმა: 11-7, თამაშგარე: 7-4, სეივი: 7-3, კუთხური: 3-6

 

 

0.163753