ფეხბურთი

22:52 | 6.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერბატოვი სრულფასოვანი მონაკოელია

ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი საფრანგეთის ლიგა 1-ის “მონაკოს” სრულუფლებიანი წევრი გახდა. L’Equipe-ის ცნობით 33 წლის ბალკანელმა ახალ კლუბთან ოფიციალური კონტრაქტი გააფორმა.

თავდაპირველად ბერბატოვი კლაუდიო რანიერის გუნდში ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით უნდა გადასულიყო, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა პრემიერლიგის “ფულჰემთან” დიმიტარის კონტრაქტის შეწყვეტაზე მოილაპარაკა და მინიმუმ უახლოესი 6 თვის განმავლობაში ბულგარელი სამფეროვანთა უპირველეს დივიზიონში ითამაშებს.

მიმდინარე პრემიერლიგას რაც შეეხება, ბერბატოვმა მის პირველ ნაწილში 17 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. “ფულჰემამდე” კი დიმიტარი სოფიის ცსკა-ში, “ლევერკუზენში”, “ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” ბურთაობდა.

0.123908