“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა სახელოვან ინგლისელ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს საქველმოქმედო მისიით პარიზში იწვევს. Le Parisien-ის ცნობით, სამშაბათს, პსჟ-ს ბაზაზე სპეციალური საღამო შედგება, სადაც უნარშეზღუდული ბავშვებისთვის საჭირო ნივთები და თანხა შეგროვდება.
დიდი ალბათობით, აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრება ბექჰემიც, რომელმაც საფეხბურთო კარიერა სწორედ პსჟ-ში დაასრულა. ინგლისელის გარდა, ქველმოქმედებაში მონაწილეობას პარიზელთა ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩიც მიიღებს.
იქნება აუქციონიც, სადაც იბრაჰიმოვიჩის ის ბუცები გაიყიდება, რომლითაც შვედმა კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა.