ფეხბურთი

15:34 | 15.07.2013 | ნანახია 953 - ჯერ

ბექჰემის პროგნოზი: “პრემიერლიგას “მანჩესტერი მოიგებს”

წარსულში “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის მომდევნო სეზონში, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი დევიდ მოიესის გუნდს აქვს.

“საინტერესო წელი იქნება, რადგან ბევრი ცვლილება მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, პრემიერლიგას “მანჩესტერი” მოიგებს. “წითელი ეშმაკების” ფანი ვარ! ნებისმიერს, ვისაც ალექს ფერგიუსონის შეცვლა მოუწევდა, იოლი ცხოვრება არ ელოდა. შემადგენლობა იგივეა, მაგრამ დიდი ალბათობით, უახლოეს კვირებში რამდენიმე ახალწვეული იქნება”, - განუცხადა 38 წლის ინგლისელმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ბექჰემი “მანჩესტერში” 1993-2003 წლებში თამაშობდა.

 

0.126467