ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კონკრეტულად კი ქალაქ მაიამიში საფეხბურთო კლუბს დააარსებს. ამასთან დაკავშირებით განცხადება ბექჰემმა სპეციალურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“მინდა ჩემი საკუთარი კლუბი მქონდეს.
ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ფინანსური პარტნიორებისთვის ძალიან ამაღელვებელია დროა. მოუთმენლად ველით იმ დროს, როდესაც ჩვენი ჩანაფიქრი შესრულდება.
შევეცდებით, მაიამიში გლობალური მასშტაბის კლუბი შევქმნათ. მინდა ყველაფერი ნულიდან დავიწყო და წარმატებისთვის თავდაუზოგავად ვიშრომო.” – აცხადებს დევიდ ბექჰემი.