ფეხბურთი

3:29 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი ცრემლებით წავიდა

„პარკ დე პრენსზე“, ერთმანეთს გაჩემპიონებული „პარი სენ ჟერმენი“ და ბოლო ადგილზე მყარად დამკვიდრებული „ბრესტი“ დაუპირისპირდნენ. 81-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:0 იგებდნენ, ბენშოპმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ერთ წუთში, მისი გოლი აღარავის ახსოვდა. 82-ე წუთზე, მოედანი ცრემლიანი თვალებით დატოვა დევიდ ბექჰემმა, რომელიც ამ საღამოს პსჟ-ს კაპიტნობდა. 38 წლის ინგლისელმა კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა.

სანამ მოედანს დატოვებდა, ბექჰემმა საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო. 31-ე წუთზე, ინგლისელმა კუთხური მოაწოდა და მატუიდის გაატანინა. თავი 2 ლამაზი გოლით გამოიჩინა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. შვედი პირველი ფეხბურთელი გახდა ბოლო 23 წლის განმავლობაში, რომელმაც ლიგა ერთში 29 გოლის გატანა მოახერხა. ხოლო პსჟ-ს ფეხბურთელს, ერთ გათამაშებაში ამდენი გოლი 1977-78 წლების სეზონის შემდეგ არ გაუტანია. ზლატანი გახდა აგრეთვე პირველი უცხოელი ფეხბურთელი ბოლო 31 წლის განმავლობაში, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატში 28 ბურთზე მეტის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, „ბრესტის“ კარში 2-ჯერ გატანით, იბრამ პირადი რეკორდიც დაამყარა. ქვეყნის ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში, 28 გოლზე მეტი მას აქამდე არასდროს ჰქონდა გატანილი.

ქვედა დივიზიონის საგზური ოფიციალურად გაიფორმა „ნანსიმ“, რომელიც საკუთარ კედლებში „ბასტიასთან“ დამარცხდა.

ლიგა ერთში დარჩენის თეორიული შანსები შეინარჩუნა „ტრუამ“. ჟან ფურლანის გუნდმა „ბორდო“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა. უმაღლესში დარჩენისთვის, „ტრუას“ ბოლო ტურში „ვალანსიენის“ დამარცხება მართებს, მაგრამ ამასთან ერთად, უნდა წააგოს „ბასტიამ“.

შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ მომდევნო სეზონშიც ლიგა ერთში ითამაშებენ „აიაჩო“ და „ევიანი“. არსებობს იმის შანსი, რომ ამ გუნდებს „სოშომ“ გადაასწროს, ხოლო „ტრუა“ გაუთანაბრდეს. თუმცა, მათგან რომელიმეს დასაქვეითებლად საჭიროა, რომ ამ გუნდმა არასაფეხბურთო ანგარიშით წააგოს, „სოშომ“ მარცხს თავი აარიდოს და „ტრუამ“ დიდი სხვაობით მოიგოს.

ერთმანეთში უგოლოდ ითამაშებს წინა 2 გათამაშების გამარჯვებულებმა, „მონპელიემ“ და „ლილმა“. შედეგად, სტუმარი გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები ძალიან შემცირდა. გარდა ამისა, რუდი გარსიას შეგირდებმა ევროპის ლიგაზე მოხვედრაც სათუო გაიხადეს.

„ლილის“ მიერ ქულების დაკარგვით ისარგებლა „სენტ ეტიენმა“, რომელმაც მე-2 ადგილზე მყოფი, მაგრამ მოტივაციას მოკლებული „მარსელი“ დაამარცხა. „მწვანეებმა“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მათი მოხვედრის შანსი მაინც მცირეა. რაც შეეხება ევროპის ლიგას - კრისტოფ გალტიეს გუნდს ამ ტურნირის საგზური უკვე მოპოვებული აქვს.

 

ნანსი-ბასტია 1:2 (0:0)

ტომბლენი, “მარსელ პიკო” 19045

ნანსი (4-4-1-1): გრეგორინი, კარაბუე, ლოტიე, პუგრენიე, მურატორი (კულიბალი 56), მუკანჯო, სანე, მანგანი, ჟებუ, რაშიდი (სამი 72), ეფულუ.

მწვრთნელი: პატრიკ გაბრიელი.

ბასტია (4-2-3-1): ლანდრო, სიონი, მარსალი, შოპლინი, არეკი (ბარბატო 46), კაუზაკი (ანგულა 86), საბლი, ბოვუ, ილანი (ვენსანი 54), პალმიერი, მოდესტე.

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.

გოლები: 0:1 ილანი (48), 1:1 პუგრენიე (60), 1:2 მოდესტე (71).

გაფრთხილებები: პუგრენიე 52, ეფულუ 54, მუკანჯო 79 - კაუზაკი 78.

მსაჯი: ლორან დუამელი.

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 15 (6)-11 (6), კუთხური: 9-0, თამაშგარე: 3-3, სეივი: 4-5, ჯარიმა: 18-22.

 

სენტ ეტიენი-მარსელი 2:0 (2:0)

სენტ ეტიენი, “ჟოფრუა გიშარი” 25306

სენტ ეტიენი (4-5-1): რუფიე, ზუმა, პერინი, ბაიალ სალი, გულამი, ობამეიანგი, ლემუანი, გილავოგი, კოადე, ამუმა (ბოდმე 77), ბრანდაო (მოლო 70).

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, ფანი, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, ბარტონი (კადირი 74), ამალფიტანო (სუგუ 79), ვალბუენა, ა. აიუ, ჟინიაკი (ჯ. აიუ 63).

მწვრთნელი: ელი ბოპი.

გოლები: 1:0 პერინი (25), 2:0 ბრანდაო (43).

გაფრთხილებ: მორელი 37.

მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო.

ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 8 (5)-9 (4), კუთხური: 3-7, თამაშგარე: 2-2, სეივი: 3-3, ჯარიმა: 14-9.

 

ტრუა-ბორდო 1:0 (0:0)

ტრუა, “ობი” 15847

ტრუა (4-2-3-1): ტურამ-ულიენი, ფოსურიე, ბრეშე, სონიე, ოტონი, კოლინი, ენზა იამისი, დარბიონი (ნგოი 67), ნივე, კამუსი (რინკონი 90), ბაებეკი (მარკოსი 86).

მწვრთნელი: ჟან ფურლანი.

ბორდო (4-2-3-1): კარასო, ფობერი, ენრიკე (მარანჟი 77), სანე, პუნჯე, ტრაორე (ბენ კალფალა 78), სერტიჩი, ობრანიაკი, პლაზილი, მორის-ბელეი (სევე 78), დიაბატე.

მწვრთნელი: ფრანსის ჟილო.

გოლი: 1:0 კამუსი (56).

გაფრთხილებები: ბრეშე 54, დარბიონი 59 - ტრაორე 19, პუნჯე 58, დიაბატე 81.

გაძევება: ფობერი 65.

მსაჯი: სედ ენჟიმი.

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 12 (5)-9 (3), კუთხური: 3-5, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-4, ჯარიმა: 18-8.

 

ევიანი-ვალანსიენი 2:0 (2:0)

ენსი, “პარკ დე სპორტსი” 13588

ევიანი (4-4-2): ლაკე, ჯეჯე, კამბონი, ბეტაო, ვასი, ნინკოვიჩი (ტიე ბი 66), რაბიუ, სორლინი, ერეტი (ბარბოსა 77), ბერიგო (ნ’სიკულუ 87), კალიფა.

მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი.

ვალანსიენი (4-1-2-3): პენეტო, ლალა, ანგუა, იზიმატ მირინი, ბონგი, სანჩესი, გომისი (საესი 86), სანკარე (აბუბაკარი 69), დოსევი, პუჟოლი, დანიჩი (მელიკსონი 90).

მწვრთნელი: დანიელ სანჩესი.

გოლები: 1:0 კალიფა (2), 2:0 ერეტი (12).

გაფრთხილებები: სორლინი 74, რაბიუ 80 - სანკარე 50.

მსაჯი: ნიკოლა რეინვილი.

ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 13 (5)-9 (2), კუთხური: 6-7, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-3, ჯარიმა: 11-15.

 

სოშო-ტულუზა 1:2 (1:2)

მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი” 18505

სოშო (4-2-3-1): პუპლინი, კორშია, პეიბერნე, კანტე, რუსილონი, დიასი (ბუდებუზი 54), ლოპი, ბაკამბუ, ნოგეირა (დუბაი 81), სიო, პრივა (კონტუ 18).

მწვრთნელი: ერიკ ელი.

ტულუზა (3-5-2): აჰამადა, ორიე, კაპუე, აბდენუ, აკპა აკპრო, დიდო, ერმაში, რაბიო, სილა (მ’ბენგუე 73), ბენ იედერი (იაგო 79), ტაბანუ (ბრაატენი 67).

მწვრთნელი: ალენ კაზანოვა.

გოლები: 0:1 სილა (14), 0:2 აკპა აკპრო (21), 1:2 სიო (42).

გაფრთხილებები: დიასი 15, კანტე 78 - აბდენუ 24, კაპუე 41, აკპა აკპრო 83.

გაძევება: კაპუე 77.

მსაჯი: ბართოლომეუ ვარელა.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 9 (5)-8 (5), კუთხური: 9-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-21.

 

მონპელიე-ლილი 0:0

მონპელიე, “ლა მოსონი” 17561

მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, კონგრი, მეზაგე, ელ კაუტარი, ბედიმო, სტამბული, ესტრადა (პიტო 90), კაბელა, ბელჰანდა (აიტ ფანა 90+2), კამარა, ერერა (მარტინი 80).

მწვრთნელი: რენე ჟირარი.

ლილი (4-1-2-3): მუკო, ბერია, შეჯუ (სიდიბე 43), ბაზა, დინე, მავუბა, ბალმონი, მარტინი (პედრეტი 80), როდელინი (დე მელო 70), კალუ, პაიე.

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გაფრთხილებები: ბელჰანდა 12 - მარტინი 11, სიდიბე 61, ბერია 78.

გაძევება: პედრეტი 90+1.

მსაჯი: ფრედი ფოტრე.

ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 10 (4)-10 (3), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-3, ჯარიმა: 14-18.

 

პსჟ-ბრესტი 3:1 (3:0)

პარიზი, “პარკ დე პრენსი” 44983

პსჟ (4-4-2): სირიგუ (არეოლა 47), ტიენე, კამარა, საკო, ჟალე, შანტომი (მოურა 46), მატუიდი, ბექჰემი (ლავესი 82), პასტორე, გამეირო, იბრაჰიმოვიჩი.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.

ბრესტი (4-2-3-1): ტებო, ლეზუამიე, დიენგი (შარდონე 62), მაკონდა, სუმა, სისოკო, ლიკა, შაფნი, გრუჟი, რასპენტინო (კალედი 72), ბა (ბენშოპი 77).

მწვრთნელი: სორენტინ მარტინსი.

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (5), 2:0 მატუიდი (31), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (36), 3:1 ბენშოპი (81).

მსაჯი: რუდი ბუკე.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 9 (5)-20 (8), კუთხური: 3-4, თამაშგარე: 5-0, სეივი: 5-1, ჯარიმა: 7-9.

 

რეიმსი-ლორიანი 1:0 (1:0)

რეიმსი, “ოგუსტ დელონი” 18025

რეიმსი (4-4-2): აგასა, ვებერი, მანდი, ტაკალფრედი, სინიორინო, დიეგო (აიტე 45+1), რამარი (კა 80), დევო, კრიშოვიაკი, კურტე, დე პრევილი (გლომბარი 68).

მწვრთნელი: უბერ ფურნიე.

ლორიანი (4-4-2): ოდარი, ბაკა (პედრინიო 82), ლე ლანი, ლემინა, ეკუელ მანგა, ბართელმი (რობერი 46), ჟუფრე, კონე, გასამა, მონე პაკე, აბუ (ჟიული 56).

მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე.

გოლი: 1:0 კრიშოვიაკი (34, პენ).

გაფრთხილებები: ლემინა 30, ეკუელ მანგა 39, რობერი 88.

მსაჯი: ტონი შაპრონი.

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 9 (4)-7 (4), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 4-3, ჯარიმა: 15-11.

 

რენი-აიაჩო 1:1 (1:1)

რენი, “რუტ დე ლორიანი” 15805

რენი (4-3-3): კოსტილი, დანზე, დიარა, კანა ბიიკი (აპამი 46), მორეირა, დუკურე (ნგანდო 69), მაკუნი, პაჟო, პიტროიპა, ერდინგი, ფერე (დიალო 69).

მწვრთნელი: ფრედერიკ ანტონეტი.

აიაჩო (4-3-3): ოჩოა, დიავარა, ზუბარი, პულარი, საადი, ლასნე, კავალი (ბელგაზუანი 67), მოსტეფა (დიარა 62), ანდრე, მუტუ, სამარიტანო (დელორი 78).

მწვრთნელი: ალბერ ემონი.

გოლები: 0:1 დიავარა (6), 1:1 ერდინგი (45+1).

გაფრთხილებები: ერდინგი 87 - მოსტეფა 33, ზუბარი 81, ანდრე 84, ბელგაზუანი 90+1.

მსაჯი: ჟან სეილო.

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 6 (2)-4 (4), კუთხური: 3-1, თამაშგარე: 4-4, სეივი: 3-0, ჯარიმა: 14-20.

0.208531