ფეხბურთი

22:45 | 13.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბექემს ჯერარდის ნაკრებში დარჩენა სურს

 

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევიდ ბექჰემი იმედოვნებს, რომ სტივენ ჯერარდი სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს.

"კარგი იქნებოდა თუ ჯერარდი სანაკრებო კარიერას არ დაასრულებს და გუნდს კვლავ დაეხმარება. მართალია, ნაკრებმა მუნდიალზე ცუდი შედეგი აჩვენა და ჯერარდს კაპიტნის პასუხიმგებლობა ზურგზე დააწვა. მიუხედავად წარუმატებლობისა, ჯერარდს ვთხოვ, რომ გუნდში დარჩეს და ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაგალითი აჩვენოს. ჯერარდს ჩემი რჩევა არ სჭირდება, ის რჩება დიდებულ კაპიტანად როგორც "ლივერპულში", ასევე ნაკრებში და დიდხანს თამაში შეუძლია." _ განაცხადა ბექჰემა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალზე ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთი ქულა აიღო და კოსტა რიკის, ურუგვაის და იტალიის გუნდებს შორის ბოლო ადგილი დაიკავა. სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე იფიქრებს.

გიორგი ბალახაძე

0.113858