სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიას” უკანახაზელი ბექა წივწივაძე (06.10.89,190სმ) ვარჯიშს შეუდგა.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად წივწივაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ წივწივაძეს მარჯვენა ფეხის კუნთი, საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურში, “ბათუმი-რსუ”-თან მატჩის დროს დაეჭიმა და ამის გამო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა.
წივწივაძე ზედიზედ მეორე სეზონია “არმიაში” თამაშობს. მოგებული აქვს საქართველოში მოქმედი ყველა ტურნირი.