კალათბურთი

21:29 | 5.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბექა წივწივაძე “არმიაში”დარჩა

 

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, ბრინჯაოს მედლის მფლობელი “არმიას” უკანახაზელმა ბექა წივწივაძემ (06. 01. 89, 190 სმ, 82 კგ) ამავე კლუბში დარჩენა გადაწყვიტა და “ძალოვნებთან” კონტრაქტი 2013-124 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად წივწივაძემ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბექა წივწივაძეს სუპერლიგის თითქმის ყველა წამყვან გუნდში აქვს ნათამაშები, საქართველოში მოქმედი ყველა ტურნირი (საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი, საქართველოს სუპერთასი, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი, დუდუ დადიანის მემორიალი), ზოგიერთი მათგანი რამდენჯერმეც კი აქვს მოგებული.

 

0.116343