კალათბურთი

18:24 | 9.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძე: “აიტო რენიესის მთავარ მწვრთნელად დარჩენის შემთხვევაში გუნდის გამოცვლას ვაპირებდი”

კალათბურთის ქართველი გულშემატკივრების გამორჩეულ ინტერესს იწვევს ის გუნდები, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობენ. ამჯერად ყურადღებას იმ გუნდზე შევაჩერებთ, რომლის ღირსებასაც საქართველოს 20 წლამდელთა და ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე იცავს. საუბარია ესპანეთის ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე “კახასოლზე”, რომელსაც სახელი შეეცვალა და 2014-15 წლების სეზონში “სევილია ბალონ სესტოს” სახელით იასპარეზებს. სახელის შეცვლასთან ერთად სევილიურ კლუბს მალე მწვრთნელიც ახალი ეყოლება, რადგან გუნდი მთავარმა მწვრთნელმა აიტო გარსია რენიესმა დატოვა.

“მსოფლიო სპორტი” 20 წლამდელთა ნაკრების ევროპის “ბ” დივიზიონის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ ბურჯანაძეს მის სამომავლო გეგმებსა და “სევილია ბალონ სესტოს” შესახებ ესაუბრა.

-       რა გახდა “კახალოსისთვის” სახელის შეცვლის მიზეზი?

-       “ჯეფერსონ კაპიტალის” სახით გუნდს ახალი მეპატრონე ჰყავს და სახელიც მან შეუცვალა. შეიძლება ითქვას, რომ კლუბის ახალი მეპატრონე ახალი გუნდის გაკეთებას აპირებს.

-       2013-14 წლების სეზონში “კახასოლში” საშუალოდ 5 წუთიც კი არ გიწევდათ მოედანზე ყოფნა. თუ გავითვალისწინებთ, დამეთანხმებით, რომ ეროვნული ნაკრების წევრზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს სათამაშო დრო ნებისმიერი კალათბურთისთვის ძალიან ცოტაა...

-       გეთანხმებით, რომ ძალიან ცოტაა. რეიესი რომ არ გაეშვათ, ყოფილ “კახასოლში” დარჩენას აღარ ვაპირებდი და გადაწყვეტილი მქონდა გუნდი გამომეცვალა.

-       სევილიურ კლუბთან კონტრაქტი როდის გიმთავრდებათ?

-       კიდევ ერთი წელი დამრჩა.

-       ახალმა მწვრთნელმა სათამაშო დრო რომ არ მოგიმატოთ რას აპირებთ?

-       სხვა გუნდში გადასვლას მოვითხოვ.

-       ამ ყველაფერს კონტრაქტი თუ ითვალისწინებს?

-       განათხოვრების წესით გადავალ სხვა გუნდში, ანუ ისევ ძველი კლუბის საკუთრებად დავრჩები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066094