ფეხბურთი

19:41 | 25.08.2013 | ნანახია 1397 - ჯერ

ბენზემას აგენტმა "არსენალი" უარყო

 

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელის კარიმ ბენზემას აგენტმა კარიმ ჟაზირმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი "არსენალში" არ გადავა.

"არსებობს ჭორები, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბენზემა "არსენალში" გადავა, თუმცა ეს ტყუილია. ჩვენ ლონდონელებისგან შემოთავაზება არ მიგვიღია და არაფერი განგვიხილავს. ჩვენ სამეფო კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვმუშაობთ და ძალიან წყნარად ვართ. ბენზემას კარიერის დასრულება "რეალში" უნდა, ეს მისი საოცნებო კლუბია", _ განაცხადა ჟაზირმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არსენალი” მზადაა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელში 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

გიორგი ბალახაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 05.09.2015
gerard888 (1536)

კარგი ფეხბურთელი იყო მე ძირითადად ბოლტონში მახსოვს.

00:09 | 05.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

ბოლტონში ამის თამაშები მახსოვს,საკმაოდ კაი იგროკი იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075087
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1397