ფეხბურთი

22:59 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ "რეალთან" კონტრაქტი კიდევ 4 წლით გაახანგრძლივა

 

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ, რომელსაც მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი მომდევნო წელს ეწურებოდა, ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მოგეხსენებათ, ბენზემას "რეალთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება, დროში გაიწელა. შესაბამისად, ევროპული გრანდები ფრანგის ტრანსფერზე მუშაობდნენ, თუმცა 26 წლის ფეხბურთელმა დაინტერესებულ კლუბებს გეგმები წყალში ჩაუყარა.

შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა მადრიდის "რეალში" 2009 წლიდან იმყოფება. ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში ფრანგმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა “სამეფო კლუბის” მაისურით 233 მატჩი ჩაატარა და 111 გოლთან ერთად, 70 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

0.120028