ქარიმ ბენზემა, რომლესაც საფრანგეთის ეროვნულ გუნდში გოლი 1217 წუთი არ გაეტანა, ნავსი ავსტრალიის ნაკრებთან შინ მოგებულ (6:0) ამხანაგურ მატჩში გატეხა. ამ შეხვედრაში ბენზემამ თავი 51-ე წუთზე გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“გოლი გავიტანე და ამან ძალიან გამახარა. მადლობელი ვარ მთელი გუნდის, რომელმაც ჩემთვის ეს გოლი შექმნა. თანაგუნდელები და გულშემატკივრები მხარს მიჭერდნენ, რაც თავდაჯერებას მმატებდა. ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველის ფინეთის წინააღმდეგ, რომელიც უნდა მოვიგოთ თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა გვინდა” – განაცხადა ბენზემამ, რომელსაც ბოლოს გოლი 2012 წლის ივნისში ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში გაეტანა.
საფრანგეთი-ფინეთის დაპირისპირება 15 ოქტომბერს პარიზში “სტად დე ფრანსზე” გაიმართება.