“რეალის” ფრანგი შემტევი ქარიმ ბენზემა გავრცელებულ ხმებს ეხმაურება, რომელთა თანახმადაც, მადრიდული გუნდი ახალი ცენტრფორვარდის, კონკრეტულად კი რადამელ ფალკაოს დამატებას გეგმავს.
“ჩემთვის, “რეალი” მსოფლიოს უდიდესი კლუბია. მიმაჩნია, რომ ნორმალურია, როდესაც ასეთი კლუბის ხელმძღვანელობას ახალი თავდამსხმელის დამატება უნდა.” – აცხადებს ბენზემა.
ქარიმ ბენზემამ, ცოტა ხნის წინათ, “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გუნდს ფალკაოს მოსვლის შემთხვევაშიც არ დატოვებს.