ფეხბურთი

15:26 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: “დამუშავებული ტაქტიკის ხარჯზე მოვიგეთ"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მიუნხენის "ბაიერნს" ერთადერთი და გამარჯვების გოლი გაუტანა. ესპანურ გამოცემა AS-ს ფრანგმა ფეხბურთელმა განვლილ მატჩთან დაკავშირებით შთაბეჭდილებები გაუზიარა.

_ თქვენ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეთ, როგორ გრძნობთ თავს?

_ ძალიან ბედნიერი ვარ და ეს ჩემ კოლეგებსაც გავუზიარე. ჩვენ რთული მეტოქე გვყავდა და რთული მატჩიც გამოგვივიდა. მართალია მიუნხენელებს ბურთის ფლობის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ, ტაქტიკის ხარჯზე, შანსი გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ.

_ კარლო ანჩელოტიმ მატჩამდე რა ტაქტიკური დავალებები მოგცათ?

_ ვიცოდით, რომ "ბაიერნს" ბურთის კონტროლი უყვარს, ჩვენ კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა დაგვევალა და ეს გამოგვივიდა, ორი-სამი გოლის გატანის შანსი გვქონდა.

_ როგორ ფიქრობთ, მინიმალური ანგარიშით მოგება ფინალში გასასვლელად საკმარისია?

_ კარგი შედეგია და ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგაზე ერთმა გოლმაც შეიძლება გადაწყვიტოს ყველაფერი. ისინი ბურთს კარგად აკონტროლებენ და ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. კარგია, რომ შინ გოლი არ გავუშვით და შეიძლება "ალიანს არენაზე" ერთმა გატანილმა გოლმა ფინალის საგზური მოგვიტანოს.

_ როგორ ფიქრობთ, პრიმერა დივიზიონში გამარჯვება ჯერ კიდევ შესაძლებელია?

_ რა თქმა უნდა. ჩვენ უნდა მოვიგოთ დარჩენილი მატჩები, ვითამაშოთ სტაბილურად და დაველოდოთ "ატლეტიკოს" ჩავარდნას.

გიორგი ბალახაძე

მალაგა   1 - 0    ლევანტე

შემადგენლობა

მოვლენები

რეალი   3 - 1    ესპანიოლი

შემადგენლობა

მოვლენები

ბარსელონა   1 - 1    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

ვალენსია   2 - 1    სელტა

შემადგენლობა

მოვლენები

სოსიედადი   1 - 2    ვილიარეალი

შემადგენლობა

მოვლენები

რაიო   1 - 2    ხეტაფე

შემადგენლობა

მოვლენები

ალმერია   0 - 0    ბილბაო

შემადგენლობა

მოვლენები

ვალიადოლიდი   0 - 1    გრანადა

შემადგენლობა

მოვლენები

ოსასუნა   2 - 1    ბეტისი

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   3 - 1    ელჩე

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.273784