ჩოგბურთი

16:32 | 17.05.2013 | ნანახია 632 - ჯერ

ბენუა პერი რომის მასტერსის ნახევარფინალშია

მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანი ფრანგი ბენუა პერი იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე მასტერსის პირველი ნახევარ ფინალისტი გახდა. მეოთხედფინალურ ეტაპზე მან ძლაზე იოლად სძლია ესპანელს მარსელ გრანოლერსს 6:1, 6:0.

შეხვედრა სულ რაღაც 57 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბენუამ ხუთჯერ შეძლო მეტოქის ჩაწოდების აღება, 2 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, თავისმხრივ ესპანელს ბრეიკი არ შეუსრულებია და თავი მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომით “გამოიჩინა”.

პერის მომდევნო მოწინააღმდეგე როჯერ ფედერერსა და ეჟი იანოვიჩს შორის გამარჯვებული გახდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:09 | 17.05.2013
რაფა♥ (509)

ეს მე მგონი მართლა მაგარი ვინმეა

0.127609