პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ბენტუმ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად შვედეთის ნაკრებთან გასამართი პლეი ოფებისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.
საგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ბენტუმ არჩევანი 24 ფეხბურთელზე შეაჩერა:
მეკარეები: ბეტუ (“სევილია”, ესპანეთი), რუი პატრისიუ (“სპორტინგი”), ედუარდუ (“ბრაგა”).
მცველები: ჟოაუ პერეირა, რიკარდუ კოშტა (ორივე “ვალენსია”, ესპანეთი), ანდრე ალმეიდა (“ბენფიკა”), ანტუნეში (“მალაგა”, ესპანეთი), ფაბიუ კოენტრაუ, პეპე (ორივე “რეალი”, ესპანეთი), ბრუნუ ალვეში (“ფენერბხჩე”, თურქეთი), ლუიშ ნეტუ (“ზენიტი”, რუსეთი).
ნახევარმცველები: მიგელ ველოზუ (“დინამო”, უკრაინა), ვილიამ კარვალიუ (“სპორტინგი”), რაულ მეირელეში (“ფენერბახჩე”, თურქეთი), ჟოაუ მოუტინიო (“მონაკო”, საფრანგეთი), რუბენ მიქაელი (“ბრაგა”), ჟოზეუ (“პორტუ”), ნანი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, ესპანეთი).
თავდამსხელები: ელდერ პოშტიგა (“ვალენსია”, ესპანეთი), უგუ ალმეიდა (“ბეშიქთაში”, თურქეთი), ედერი (“ბრაგა”), ვარელა (“პორტუ”), ბრუმა (“გალათასარაი”, თურქეთი).
კოენტრაუ და ჟოაუ პერეირა ტრავმირებულნი არიან, მაგრამ ბენტუს თქმით, მომავალ მატჩებში მათი მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი ორშაბათს გაირკვევა, როდესაც პორტუგალიის ნაკრების ექიმები გასინჯავენ.
15 ნოემბერს, პორტუგალიელები შვედებს ლისაბონში მიიღებენ, ხოლო 19 ნოემბერს, ეს გუნდები სტოკჰოლმში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.