ფეხბურთი

13:14 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენტუ: "უსამართლო შედეგი მივიღეთ"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პაულო ბენტუმ, ალბანეთთან შინ წაგებული (0:1), სენსაციური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი თამაშს აკონტროლებდა, თუმცა მაინც წააგო.

"პირველ ტაიმში ჩვენ ანგარიშის გახსნა შეგვეძლო და საერთოდ, მთელ მატჩს ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში შეტევები უფრო გავამძაფრეთ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არ გვიმართლებდა. მატჩში, რომელშიც აშკარა ფავორიტები ვიყავით, წავაგეთ და ვთვლი, რომ უსამართლო შედეგი მივიღეთ." - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119897