პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პაულუ ბენტუ შვედეთთან გასამართ ფლეი ოფში იოლ მატჩებს არ ელის.
“შვედეთი მაღალკვალიფიციური გუნდია, რომელიც კარგად ოგანიზებულ თამაშს აჩვენებს. შვედებს კრიტიკულ სიტუაციაში კარგად თამაში სჩვევიათ. ისინი არასდროს ნებდებიან.
შვედეთის ნაკრების ერთ-ერთი დადებითი მხარე ფიზიკური სიძლიერეა. ასე რომ, წინ საინტერესო თამაშები გველის. პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში ვმართავთ და ამიტომ, მოგებას შევეცდებით.” – ციტირებს ბენტუს სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
პორტუგალია და შვედეთი, მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი ოფში, ერთმანეთს 15 და 19 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.