პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნაკრების თავკაცმა პაულუ ბენტუმ განაცხადა, რომ პლეი ოფში შვედეთის ნაკრებთან შინ და სტუმრად განსხვავებული ტაქტიკით ითამაშებს.
“დაბალანსებული წყვილები გამოვიდა. ჩვენ შევხდებით გუნდს, რომელსაც სუპერვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავს. ჩვენც გვყავს მთავარი “ვარსკვლავი” კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ ძლიერნი უფრო გუნდური თამაშით ვართ. პირველ მატჩს სახლში ვატარებთ და შვედეთში გამგზავრების წინ, შინ დაფიქსირებული შედეგით ვიხელმძღვანელებთ. ნებისმიერ შემთხვევაში თითოეულ მატჩში განსხვავებულ ტაქტიკას ავირჩევთ. იმედი მაქვს, რომ პლეი ოფში ისე ვითამაშებთ როგორც საჭიროა, რადგან ჯგუფურ ტურნირზე ჩვენი მაქსიმუმი ვერ ვაჩვენეთ. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობა გვაქვს”- იუწყება ბენტუს სიტყვებს Eurosport-ი.