ფეხბურთი

0:51 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენტეკე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

ბირმინგემის “ასტონ ვილას” და ბელგიის ეროვნული ნაკრების ფორვარდი კრისტიან ბენტეკე მძიმედ დაშავდა, რის გამოც სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და ვერც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს.

23 წლის თავდამსხმელმა ბირმინგენელთა ვარჯიშზე აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ახლა, მინიმუმ 6 თვე უქმობა მოუწევს.

“ეს კრისტიანისთვის და მთლიანად გუნდისთვის დიდი დარტყმაა. როგორც სჩანს, იგი მსოფლიოს ჩემპიონატს დააკლდება. ის როგორც ყოველთვის ბევრს იმუშავებს, რათა მომავალი სეზონისთვის კიდევ უფრო კარგ ფორმაში დაბრუნდეს”, - განაცხადა “ასტონ ვილას” მთავარმა მწვრთნელმა პოლ ლამბერტმა.

ცნობისთვის, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბენტეკემ 21 მატჩის ჩატარება მოასწრო და 10 გოლი გაიტანა.

0.121603