იტალიური “ნაპოლის” ხელმძღვანელობას ერთი ნაბიჯი აშორებს ესპანელ სპეციალისტ რაფაელ ბენიტესთან კონტრაქტის გაფორმებამდე. ამის შესახებ, იტალიური პრესა ირწმუნება.
ბენიტესის მენეჯერი მანუელ გარსია კილონი, იტალიაში უკვე ჩავიდა ნეაპოლელთა სპორტულ დირექტორთან რიკარდო ბიგონთან მოსალაპარაკებლად. მოსალოდნელია, ბენიტესის დანიშვნის თაობაზე “ნაპოლი” ოფიციალურად 23 მაისს განაცხადებს.
ამჟამად, ბენიტესი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც “ჩელსის” ამხანაგური მატჩის ჩატარება “მანჩესტერ სიტისთან” მოუწევს.