ფეხბურთი

20:34 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესს მასკერანო სურს

იტალიური “ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კლუბის ხელმძღვანელობას თავისი პირველი სურვილი გაუმხილა – ესპანელ სპეციალისტს ხავიერ მასკერანოს შეძენა სურს.

ბენიტესი და მასკერანო, 2007-10 წლებში, “ლივერპულში” ერთად მუშაობდნენ და ესპანელმა არგენტინელის შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის. Football Italia-ს ცნობით, სწორედ მასკერანოა ის ფეხბურთელი, რომლის დამატებაც ბენიტესს უპირველესად სურს.

სავარაუდოდ, მასკერანოს ტრანსფერზე “ბარსელონას” დათანხმება გაჭირდება. კატალონიელებს დაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ და ესპანეთში გადაბარგების შემდეგ მცველად ქცეულ არგენტინელს ტიტო ვილანოვა იოლად არ შეელევა.

0.114465