არავისთვისაა სიახლე, რომ ცოტა ხნის წინათ ევროპის ლიგის მომგები ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი სეზონის დასრულების შემდეგ “არისტოკრატებს” დატოვებს.
53 წლის ესპანელმა სპეციალისტმა, The Telegraph-თან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
“საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, გარკვეული მოსაზრებები მაქვს. მოცემულ მომენტში ინგლისში არც ისე ბევრი დიდი კლუბია, სადაც შეიძლებოდა მემუშავა. შესაძლოა, სხვა ჩემპიონატში მომიწიოს მუშაობა, თუმცა, პირადად მე ინგლისში დარჩენა მსურს. სამუშაოს შერჩევისას კარგად მომიწევს სიტუაციის გაანალიზება. მზად ვარ არატოპ-კლუბი ჩავიბარო, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ამბიციური პროექტი იქნება” - განაცხადა ბენიტესმა.