"ნაპოლის" მწვრთნელ რაფა ბენიტესის განცხადებით, მისი გუნდი, დორტმუნდის "ბორუსიის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზადაა.
"ჩვენ "ბორუსიას" ველოდებით და გამარჯვების წყურვილი გვაქვს. “დორტმუნდი” ევროპაში ერთ-ერთი საშიში გუნდია და ჩვენ ვიცით მათი ფასი. "ნაპოლი" ბევრს მუშაობს, რათა ერთ-ერთი წარმატებული გუნდი გახდეს და კლუბი თავის სიძლიერეს ხვალ დაამტკიცებს”, _ განაცხადა ბენიტესმა
ესპანელი სპეციალისტი გულშემატკივრობის თემასაც შეეხო:
"გულშემატკივრები ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ მათ დიდ დახმარებას ვთხოვ. მე მინახავს სტადიონი "სან პაოლო", სავსე როგორი გასაოცარი დასანახია. ამავდროულად, გულშემატკივრებს მინდა მივმართო, ნორმის ფარგლებში მოიქცნენ, რადგან უეფა-ს თავისი წესები აქვს. ჩვენ გვინდა ყოველთვის ჩვენ სტადიონზე ვითამაშოთ".
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "ნაპოლი" შინ დორტმუნდის "ბორუსიას" დაუხვდება.
გიორგი ბალახაძე