ახალი წლის წინ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდა და მათთან საუბრისას სეზონის მეორე ნახევრის გადასაჭრელი ამოცანები გააცნო. ნეაპოლელთა ესპანელი დამრიგებელი გუნდს როგორც საერთაშორისო, ასევე საშინაო არენაზე უმაღლესი მიზნების შესრულებას უსახავს.
“მომავალ კალენდარულ წელიწადს მაღალი მიზნების აღსრულება გადავწყვიტეთ და ბიჭების მონდომება ოპტიმისტურად განმაწყობს. ევროპა ლიგაზე ფინალამდე გაღწევას და ტურინში ჩასატარებელ გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობას ვგეგმავთ. რასაკვირველია, სკუდეტოს დაუფლებისთვისაც ვიბრძოლებთ, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ “იუვენტუსთან” ჭიდილში ეს ურთულესად შესასრულებელი ამოცანაა”, - ამბობს ბენიტესი.