ფეხბურთი

23:58 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “თერთმეტმეტრიანი გადამწყვეტი იყო”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი აცხადებს, რომ “მანჩესტერ სიტისთან” გამართულ მატჩში, გადამწყვეტი ფრენკ ლემპარდის მიერ გაცუდებული თერთმეტმეტრიანი გამოდგა, მაგრამ მას ინგლისელ ნახევარმცველთან პრეტენზიები არ აქვს.

დღეს, “სიტისა” და “ჩელსის” შორის გამართული შეხვედრა “ქალაქელებმა” 2:0 მოიგეს. იმ დროს, როდესაც ანგარიში ჯერ გახსნილი არ იყო, ლონდონელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მაგრამ ლემპარდს ჰარტმა აჯობა.

“პირველი ტაიმი საშინლად ჩავატარეთ. ბიჭები ბურთის შენარჩუნებას ვერ ახერხებდნენ და შესაბამისად, მეტოქის კართან მომენტებს ვერ ვქმნიდით.

შესვენების შემდეგ, შესამჩნევად მოვუმატეთ და თერთმეტმეტრიანიც გამოვიმუშავეთ. ვფიქრობ, სწორედ ეს მომენტი იყო გადამწყვეტი. ლემპარდთან პრეტენზიები არ მაქვს. მან კარგად დაარტყა, მაგრამ ჰარტმა გუნდი იხსნა.

“სიტისთან” მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოგების შემთხვევაში, მანჩესტერელებთან სხვაობას შევამცირებდით, მაგრამ წავაგეთ. დანებებას არ ვაპირებთ.  მოდუნებისთვის ადრეა.” – ციტირებს ბენიტესის სიტყვებს “ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი.

0.110548