“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა იტალიელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბი განვითარების სწორ გზას ადგას და ეს შედეგებზეც აისახება. სპეციალისტი გუნდში არსებული ატმოსფეროთი აბსოლუტურად კმაყოფილია.
“ნაპოლი” მარტო იმ ფეხბურთელების კრებული არაა, რომლებიც უშუალოდ მინდორზე გადიან. ეს კლუბი გაცილებით დიდი საფეხბურთო ოჯახია, რომლის თითოეული წევრიც თავის მოვალეობას ბრწყინვალედ ასრულებს. ყველა საკუთარი საქმის პროფესიონალია და აქედან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ წინსვლას გავაგრძელებთ. ჯერ დასახული მიზნებისთვის არ მიგვიღწევია” – განაცხადა ბენიტესმა.