ფეხბურთი

18:58 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “მოურინიუს, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ევროტურნირებზე არაფრისთვის მიუღწევია”

 

“ნაპოლის” ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა “ჩელსის” პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიუ გააკრიტიკა – უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე შედეგს აღწევსო.

“მოურინიუ ბევრს ლაპარაკობს საკამათო თემებზე, მე კი ფაქტების მოყვანა შემიძლია. ჩემმა გაწვრთნილმა “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშა ჟოზეს “ჩელსი”. მაშინდელი “ჩელსის” ფეხბურთელები “ლივერპულის” მოთამაშეებზე ორჯერ ძვირად ფასობდნენ.

...მოურინიუმ ვერც “ჩელსიში” მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ვერც ძალიან ძლიერ “რეალში”. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მას ევროტურნირებზე არაფრისთვის მიუღწევია. შესაძლოა, ჟოზემ “ჩელსი” მაშინ ააშენოს, თუ აზარსა და ოსკარს ჯამში 360 მილიონ ევროდ გაყიდიან”.

0.115065