"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი, თავის ფეხბურთელებს აფრთხილებს, რომ "მილანი" საშიში მოწინააღმდეგეა.
"თუ ჩვენ "მილანს" მოვუგებთ, 100%-იან შედეგს შევინარჩუნებთ. სეზონის დასაწყისში რთულია ყველა მატჩის მოგება. მნიშვნელობა არ აქვს, დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტები ვართ, თუ არა. ეს ფაქტორი თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს. "ნაპოლის" მილანში 27 წლის განმავლობაში არ გაუმარჯვია და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეტოქე ჭეშმარიტად საშიში გუნდია. თუ ჩვენ გვყავს იგუაინი, მილანელებს ბალოტელის იმედი აქვთ. ასე რომ, რთული მატჩი გველის", _ განაცხადა ბენიტესმა შKყ Iტალია-თან საუბრისას.
კლუბის იტალიელი თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე კი აღნიშნავს, რომ "ნაპოლის", "მილანთან" მატჩში მხოლოდ სამი ქულის აღება დააკმაყოფილებს.
"სან სიროზე" მოსაგებად მივდივართ. უნდა გავაგრძელოთ წარმატებული სვლა და "მილანთან" მხოლოდ გამარჯვება გვინდა".
"მილანი" _ "ნაპოლის" მატჩი "სან სიროზე" 22:45 საათზე დაიწყება.
გიორგი ბალახაძე