ფეხბურთი

13:12 | 5.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი: “მეტი გოლი გვეკუთვნოდა”

 

ყაზანის “რუბინთან” ევროპის ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში გამარჯვების შემდეგ (3:1), ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა თამაშის შესახებ. ესპანელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მის გუნდს კიდევ ერთი გოლი ეკუთვნოდა.

“100%-ით გახარებული მაინც არ ვარ, რადგან სულ ცოტა, კიდევ ერთ გოლს ვიმსახურებდით. ის ცვლილებები, რაც წინა მატჩების შემდეგ გავაკეთე, ფეხბურთელების მდგომარეობით იყო განპირობებული. “რუბინთან” შეხვედრაში, ფერნანდო ტორესმა დაამტკიცა, რომ თვითრწმენა არ დაუკარგავს. “ელ ნინიომ” ბევრი იშრომა და მისი თამაში ძალიან მომეწონა. იმედია, შემდეგ მატჩშიც დუბლს შეასრულებს. დარწმუნებული ვარ, გოლს საპასუხო შეხვედრაშიც გავიტანთ. ეს რთული იქნება, რადგან მეტოქე აქტიურად შეგვიტევს”, - ციტირებს ბენიტესის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

“რუბინისა” და “ჩელსის” საპასუხო მატჩი 11 აპრილს ჩატარდება.

0.125082