“ნაპოლის” სამწვრთნელო შტაბი “ბარსელონას” ნახევარმცველ ხავიერ მასკერანოს შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ არგენტინელ ფეხბურთელს იტალიური კლუბის დამრიგებელმა რაფაელ ბენიტესმა აცნობა, მაგრამ უმალ კატეგორიული უარი მიიღო. მასკერანო კატალონიურ კლუბში თავს მშვენივრად გრძნობს და სხვაგან გადასვლაზე არ ფიქრობს.
ესპანური გამოცემები ირწმუნებიან, რომ “ნაპოლის” მწვრთნელი ამ პასუხით არ დაკმაყოფილდა და სასურველი ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად მუშაობას აგრძელებს. შეგახსენებთ, ხავიერ მასკერანო წლების წინ სწორედ რაფაელ ბენიტესის გაწვრთნილ “ლივერპულში” გამოდიოდა.